ირაკლი კუპრაძე – ”2012 წელს სააკაშვილმა დინამო მხარდამჭერებით გაავსო, მაგრამ ცოტა ხანში არჩევნები წააგო”

ირაკლი კუპრაძე - ”2012 წელს სააკაშვილმა დინამო მხარდამჭერებით გაავსო, მაგრამ ცოტა ხანში არჩევნები წააგო”ირაკლი კუპრაძემ ფეისბუქში დაწერა:

”ეს რა კადრია იცით?

2012 წელს სააკაშვილმა ნაცმოძრაობის მხარდამჭერები შეკრიბა სტადიონზე, 50 ათასზე მეტი ადამიანი. რამდენიმე თვეში ნაცმოძრაობა უამრავი დარღვევის და რეპრესიული არჩევნების მიუხედავად დამარცხდა და ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადაინაცვლა.

დღეს, 2019 წელს ბიძინა ივანიშვილმაც მოუყარა თავი ადმინისტრაციულ რესურსს, ზოგიც ნამდვილად მხარდამჭერია, ზოგიც მოთაფლვით, ზოგიც სოციალური დახმარების მოხსნისა თუ სამსახურიდან დათხოვნის მუქარით. ისევ ისე, როგორც 2012 წელს.

ისტორია მეორდება და ხელისუფლებები ვერ სწავლობენ წინა მთავრობების შეცდომებზე. პირიქით, ყოველდღიურად იმეორებენ და ემსგავსებიან მათ.

ეს სპექტაკლები არაფერს აჩვენებს, უბრალოდ უფრო მარტივად ვხედავთ ხელისუფლების ლეგიტიმაციის კრიზისს.”