ირმა ინაშვილი – ვაჟა გაფრინდაშილის გათავისუფლება, ჩემი და დავით თარხან-მოურავის შრომის შედეგია

ირმა ინაშვილი - ვაჟა გაფრინდაშილის გათავისუფლება, ჩემი და დავით თარხან-მოურავის შრომის შედეგია ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება, ჩვენი შრომის შედეგია, ამის შესახებ “2020NEWS“-ს “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშილმა განუცხადა.

მისივე თქმით, “ალიანსის“ წევრებისა და რუსეთის დუმის დეპუტატების მოლაპარაკების შედეგად მოხდა, ექიმ ვაჟა გაფრინდაშილის გათავისუფლება.

“თავისუფლად და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება არის ჩვენი შრომის შედეგი – დავით თარხან-მოურავის, ირმა ინაშვილისა და “პატრიოტთა ალიანსის“ შრომის შედეგი. ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში საჯარო კომენტარებს არ ვაკეთებდით, მაგრამ ვშრომობდით. ჩვენ ვმუშაობდით, ჩვენს კოლეგებთან, რუსეთის დუმის დეპუტატებთან. იცით თქვენ, რომ არის პლათფორმა დიალოგის, ჩვენი ფრაქციის წევრებსა და რუსეთის დუმის დეპუტატებს შორის. ძალიან გავააქტიურეთ ძალისხმევა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას იმედი გადაეწურა, რომ ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილს გაათავისუფლებდნენ.

პირდაპირ გეუბნებით, რომ არც ხელისუფლებამ არ იცოდა, რომ დღეს თავისუფლდებოდა ვაჟა გაფრინდაშვილი. ეს ვიცოდით მხოლოდ ჩვენ. ამიტომ მე დილიდან ვიმყოდებოდი ერგნეთის გამშვებ პუნქტთან და ველოდი ბატონ ვაჟას გათავისუფლებას. ამ პროცესს შუამდგომლობა გაუწია რუსულმა მხარემ, ამას გეუბნებით მკაფიოდ. ძალიან აქტიურად იმუშავეს, ჩვენმა კოლეგებმა რუსეთის დუმის დეპუტატებმა და მათი შუამდგომლობით მოხდა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება. დღეს მთავარია ის, რომ, ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე თავისუფალია. რასაც ხელისუფლება არ ელოდა, ის მოხდა. ანუ, ის ახალ წელს სახლში შეხვდება და მისი ოჯახი გაიხარებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სიმართლე ითქვას – ვაჟა გაფრინდაშილის გათავისუფლებაში ჩვენი დიდი წვლილია. როცა ხელისუფლება კეთილ საქმეს აკეთებს, ჩვენ ამას ყოველთვის აღვნიშნავთ. დღეს, ამაში ჩვენ შევიტანეთ წვლილი და ხელისუფლებამ ეს უნდა აღნიშნოს“, – განუცხადა “2020NEWS“-ს ირმა ინაშვილმა.

კითხვაზე, რატომ შეიწყალა ვაჟა გაფრინდაშვილმა ე.წ პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, ირმა ინაშვილი გვპასუხობს:

„ეს დეტალები ჩემთვის ცნობილი არ არის. ჩვენ ვმუშაობდით ჩვენს კოლეგებთან, რუსეთის დუმის დეპუტატებთან. მე ზუსტად ვიცი, რომ მათი შუამდგომლობით მოხდა ვაჟა გაფრინდაშილის გათავისუფლება. შეიწყალა თუ არა ბიბილოვმა ვაჟა გაფრინდაშვილი, ეს დეტალები არ ვიცი და სიმართლე, რომ გითხრათ, საინტერესოც არაა. საინტერესო ის არის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი არის თავისუფალი. მას 2 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და იმედგადაწურულ მოლოდინების ფონზე, ჩვენი ძალისხმევის შედეგად, დღეს გათავისუფლდა ბატონი ვაჟა“.

ირმა ინაშილის განცხადებით, ექიმი ვაჟა გაფრინდაშილი ჯერ არ უნახავს, თუმცა იცის, რომ მხნედ გამოიყურება.

“ჯერ არ მინახავს, მაგრამ მოვასწრებ ნახვას. ვიცი, რომ კარგად არის. როდესაც ბატონი ვაჟა გადმოიყვანეს და ქართული წარმოამდგენლებთან მიდიოდა საუბარი, მე ეს უკვე ვიცოდი. ამის შესახებ ინფორმაცია, მე მივაწოდე ერგნეთის გამშვებ პუნქტს“, – განუცხადა “2020NEWS“-ს ვიცე-სპიკერმა.

შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე თვეზე მეტია, საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობაში იმყოფება. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებდა.