იურგენ კლოპი: ”ლივერპულით ვამაყობ”

იურგენ კლოპი: ”ლივერპულით ვამაყობ”ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა რომ თავისი ფეხბურთელებით ამაყობს და ამჟამად ლივერპულს სუსტი მხარეები არა აქვს. მიუხედავად ამისა, კლოპი თვლის რომ მოდუნება არ შეიძლება და წინ გრძელი სეზონია:

”შეუძლებელია არ იამაყო იმით რასაც ჩემმა ფეხბურთელებმა ბოლო ერთ წელიწადში მიაღწიეს. უკვე ყველგან პატივს გვცემენ და ჩვენი ეშინიათ კიდეც, რაც ჩვენს ძალაზე მიუთითებს. სეზონი გრძელია და თამაშის მაღალი ხარისხი უნდა შევინარჩუნოთ”.