იუვენტუსი და ინტერი რაკიტიჩისთვის იბრძოლებენ

იუვენტუსი და ინტერი რაკიტიჩისთვის იბრძოლებენბარსელონას ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი ზამთარში სავარაუდოდ ბარსელონას დატოვებს და მისი შეძენა რამდენიმე კლუბს სურს. განსაკუთრებით იტალიური გრანდები აქტიურობენ, მაგალითად ინტერი და იუვენტუსი.

იუვენტუსის მთავარ მწვრთნელს მაურისიო სარის ძალიან უნდა რომ რაკიტიჩი თავის გუნდში იხილოს. ხორვატი ნახევარმცველი ბარსადან წასვლის წინააღმდეგი არ არის, რადგან მან ძირითად შემადგენლობაში მუდმივი ადგილი დაკარგა, რის გამო რაკიტიჩს უკმაყოფილება არ დაუმალავს. მისი სატრანსფერო ფასი 60 მილიონი ევროა.