ივანეიშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ – ”საქმე შემიკერეს, ბიძინამ ყველა ინვესტორი დაბლოკა”

ივანეიშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ - ”საქმე შემიკერეს, ბიძინამ ყველა ინვესტორი დაბლოკა”“ქართული ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსანი ბიძინა ივანიშვილს სკანდალურ ბრალდებას უყენებს.

ქსნის ციხის პატიმარი, წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი აცხადებს, რომ წყალტუბოს ხელში ჩასაგდებად, ივანიშვილმა კურორტით დაინტერესებული ყველა ინვესტორი დაბლოკა.

ივანეიშვილის თქმით, ის ივანიშვილის მხილების გამო გაანეიტრალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.
“საქმე შემიკერეს და ეს მე სასამართლოში, საჯარო სივრცეში ვთქვი. მომცეს თორმეტი წელი”- აცხადებს ივანეიშვილი.

სუს-მა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე 25 იანვარს დააკავა.

მას მოსამართლის გადაწყვეტილებით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ნიუპოსტი