კახა ოქრიაშვილი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს არ დაუჭერს

კახა ოქრიაშვილი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს არ დაუჭერს“ქართული ოცნების” ე.წ. აჯანყებული წევრი კახა ოქრიაშვილი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს.

ამის შესახებ მმართველი პარტიის მაჟორიტარმა ჟურნალისტებს თავად განუცხადა.

ის მომხრეა, რომ დეპუტატს ძლიერი იმუნიტეტი ჰქონდეს, რათა მასზე გავლენა ვერ მოახდინონ.

„არ დავუჭერ მხარს. მე ვთვლი, რომ ორი შეხედულებაა დეპუტატის იმუნიტეტთან დაკავშირებით. ერთი ხედვა არის, რომ დეპუტატებს არ უნდა ჰქონდეთ ძლიერი იმუნიტეტი და მეორე ხედვა არის, რომ თუ დეპუტატს არ აქვს სათანადოდ დაცვა, ის ძლიერი ვერ იქნება და დეპუტატის მანიპულირება უფრო ადვილი ხდება.

მე ვფიქრობ, რომ დეპუტატის იმუნიტეტი უნდა იყოს მყარი და მე არ დავუჭერ მხარს”, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

ნიუპოსტი