კახა ოქრიაშვილმა ალეკო ელისაშვილს დმანისში ბანერი დაახვედრა – “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ალეკო“

კახა ოქრიაშვილმა ალეკო ელისაშვილს დმანისში ბანერი დაახვედრა - "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ალეკო“წალკისა და დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ე.წ. ამბოხებულმა, კახა ოქრიაშვილმა ოპოზიციას ბანერები დაახვედრა.
ალეკო ელისაშვილი დმანისში დღეს აქცია აქვს დანიშნული.
დმანისში ჩასულ ელისაშვილს და მის თანამოაზრეებს დიდი ბანერი დახვდათ წარწერით „სტუმართმოყვარე დმანისი. კეთილი იყოს ოპოზიციის და არამარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში.“

„welcome. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ალეკო“, – წერია კიდევ ერთ ბანერზე.

კამპანიის „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“ ფარგლებში, ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობას“ წალკისა და დმანისის მაჟორიტარ დეპუტატს კახა ოქრიაშვილის წინააღმდეგ აქცია აქვს დაგეგმილი.

ნიუპოსტი