კავანი შესაძლოა მადრიდის ატლეტიკოში გადავიდეს

კავანი შესაძლოა მადრიდის ატლეტიკოში გადავიდესპსჟ-ს ურუგვაელი ფორვარდი ედისონ კავანი შესაძლოა მადრიდის ატლეტიკოში გადავიდეს. კავანის პსჟ-დან წასვლა სურს, რადგან ის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და ურუგვაელს ეს არ აკმაყოფილებს. ატლეტიკოს კი თავის მხრივ ახალი ფორვარდი სჭირდება, რადგან დიეგო სიმეონეს გუნდს შეტევაში პრობლემები აქვს.

კავანის პსჟ იაფად არ დათმობს და ფორვარდის სატრანსფერო ფასი 40 მილიონი ევრო იქნება. ედისონ კავანი წლების მანძილზე პსჟ-ს ლიდერი იყო, მაგრამ ნეიმარის და მბაპეს მისვლის შემდეგ მან ძირითად შემადგენლობაში მყარი ადგილი დაკარგა.