კრიშტიანო რონალდუს იტალიაში აკრიტიკებენ

კრიშტიანო რონალდუს იტალიაში აკრიტიკებენბოლო ერთი თვეა კრიშტიანო რონალდუ ვერ აჩვენებს იმ თამაშს, რასაც მისგან ელის გულშემატკივარი, ამიტომ მას სულ უფრო მეტი კრიტიკოსი გამოუჩნდა. კრიშტიანო იუვენტუსის ყოფილმა ფორვარდმა ნიკოლო ამორუზომ გააკრიტიკა და თქვა რომ პორტუგალიელი არ არის ოპტიმალურ ფორმაში:

”ერთი თვეა უკვე რონალდუ მოედანზე დაბორიალობს და არაფერს აკეთებს. ვფიქრობ ეს ასაკის ბრალია და მან უფრო მეტი უნდა დაისვენოს. მესმის რომ რონალდუს მართვა რთულია, მაგრამ მწვრთნელმა ეს უნდა მოახერხოს”.