ლატვია ქართველის ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

ლატვია ქართველის ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვსლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი ქართველი ექიმისთვის ოკუპირებული ცხინვალის მიერ პატიმრობის შეფარდებას  „ტვიტერით“ ეხმაურება.
ლატვია ქართველის ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს, – წერს ედგარს რინკევიჩი სოციალურ ქსელში.
„მოვითხოვ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომელსაც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ „საზღვრის უკანონო კვეთისთვის“ პატიმრობა მიუსაჯა. ლატვია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ამ განაჩენს უკანონოდ მიიჩნევს“ ,- აცხადებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი.
ცნობისთვის, დღეს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს დღეს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.