ლევან გოგიჩაიშვილი – “ყველა იმ ადამიანს, ვისაც აწამებდა სააკაშვილი, „ქართულმა ოცნებამ“ სულში ჩააფურთხა”

ლევან გოგიჩაიშვილი - "ყველა იმ ადამიანს, ვისაც აწამებდა სააკაშვილი, „ქართულმა ოცნებამ“ სულში ჩააფურთხა"ყველა იმ ადამიანს, ვისაც აწამებდა სააკაშვილი დღეს იურიდიულმა კომიტეტმა, „ქართულმა ოცნებამ“ სულში ჩააფურთხა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულებს შემდეგ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის ხმის მიცემით, „ქართული ოცნება“ დაამთავრა და სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო.

„დღეიდან „ქართული ოცნება“ არის ჩვეულებრივი პარტია, რომელსაც აქვს უზურპირებული ხელისუფლება, არაფრით არ განსხვავდება მისი წინამორბედისგან. „ოცნება“ არის დასამთავრებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ჩვენს ქვეყანას გადაჩეხავენ. გაბინაშვილისა და ჩინჩალაძის პარტია არის „ქართული ოცნება“. ადეიშვილის, ჩინჩალაძის პარტია გახდა. მე მაინც ვიტოვებ იმედს, მიამიტურად, რომ რაღაცა შეიძლება მოხდეს პარლამენტის სესიაზე,“ – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

იპნ