ლუკა სირაძეზე ზეწოლის ფაქტზე გამომძიებელი მარინა ჩოლოიანი დააკავეს

ლუკა სირაძეზე ზეწოლის ფაქტზე გამომძიებელი მარინა ჩოლოიანი დააკავეს15 წლის ლუკა სირაძის ჩვენების იძულების მიცემის ფაქტზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, გამომძიებელი მარინა ჩოლოიანი დააკავა. ამის შესახებ განცხადება სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა.

“ჩატარებული გამოძიების შედეგად, დღეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ, დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელი მარინა ჩოლოიანი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

კანონით დადგენილ ვადაში, საქართველოს გენერალური პროკურატურა გადაწყვეტს ბრალის წარდგენის საკითხს, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანიშნულია ექსპერტიზები,”- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.