ლუკაკუ: ”იტალიაში გოლების გატანა იოლი არ არის”

ლუკაკუ: ”იტალიაში გოლების გატანა იოლი არ არის”მილანის ინტერის ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ იტალიის ჩემპიონატზე ისაუბრა და თქვა რომ სერია ა-ში გოლების გატანა იოლი არ არის. ლუკაკუს აზრით ყველას არ შეუძლია რომ იტალიაში შედეგიანი იყოს:

”იტალიაში გუნდებმა კარგად იციან დაცვაში თამაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი შეტევაზე არ ფიქრობენ. გოლების გატანა იოლი არ არის დფა ყოველი გოლი დიდი წარმატებაა. მინდა რომ ინტერთან ერთად ბევრი ტიტული მოვიგო და გულშემატკივარი გავახარო”.

ლუკაკუს ამჟამად იტალიაში 14 ჩატარებულ შეხვედრაში 12 გოლი აქვს გატანილი.