ლუკაშენკო პუტინს შეხვდა

ლუკაშენკო პუტინს შეხვდაბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს მინსკში შეხვდა. პრეზიდენტების საუბრის მთავარი თემა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება და ინტეგრაცია იყო.

მათი შეხვედრის პარალელურად მინსკში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ რუსეთი უხეშად ერევა ბელარუსის შიდასახელმწიფოებრივ საქმეებში და დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე გაჩნდა. მათივე თქმით, ახლა არა ქვეყნების დაახლოება, არამედ რუსეთის მხრიდან ბელარუსის ოკუპაცია ხდება.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში მოსახლეობის გაღიზიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის თანახმადაც ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ და მისმა რუსმა კოლეგამ, ვლადიმერ პუტინმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ორ ქვეყანას ერთიანი მთავრობა და პარლამენტი ეყოლება. მოგვიანებით ლუკაშენკომ ამ განცხადებას დეზინფორმაცია უწოდა.

იპნ