მაია ნადირაძე – “სალომე ზურაბიშვილზე რომ ვთქვი, გონებასუსტია და ეპატაჟით სულდგმულობს-მეთქი, სულ საპატივცემულო ინტელექტუალები ამოხტნენ ტანსაცმლიდან”

მაია ნადირაძე - "სალომე ზურაბიშვილზე რომ ვთქვი, გონებასუსტია და ეპატაჟით სულდგმულობს-მეთქი, სულ საპატივცემულო ინტელექტუალები ამოხტნენ ტანსაცმლიდან"მაია ნადირაძემ ფეისბუქში დაწერა:

“ხისტი და ცინიკოსი – ეს სახელები დავიმსახურე ჩემი გამოსვლებით 2004-08 წლების პარლამენტში ყოფნისას…
ეს იყო საუკეთესო დრო ამ ქვეყნის ისტორიაში და დიდი დარდი არა მაქვს, ვინ რა სახელს მოიფიქრებს თავისი უნიათობის გასამართლებლად თუ შესანიღბად. ამასწინათაც მითხრა რამდენიმე ადამიანმა – ძალიან ხისტი იყავიო. და აქედან ზუსტად 5 წუთში, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე, ოპოზიცია „დაადანაშაულა“ ნაკლებ რადიკალურობაში და სირბილეში.
სულ ასეა ამ ქვეყანის უმწიფარ საზოგადოებაში – რა და როგორ უნდათ, რომ ვერ გარკვეულან: ხან ერთ დამახსოვრებულ კლიშეს წამოიძახებენ და ხან მეორეს, თან აუცილებლად ყოვლის მცოდნის სახით.
მე რა მოსატანი ვარ (მითუმეტეს საერთოდ აღარ გაწუხებთ ჩემი სიხისტით) და ეგებ სააკაშვილის შემთხვევაში მაინც ჩამოყალიბდეთ (არაპოლიტიკოსები) – ჩამოვიდეს თუ თავი დაგანებოთ? ხო, ძალიან ჭირს ასეთი „რთული“ დილემის თუ ალგორითმის ამოხსნა და გათავისება ხომ საერთოდ.
იქამდე კი, ერთ უმარტივესი ალგორითმის ამოხსნაში შევეცდები შეგეხიდოთ იმ ხალხს, ვისი საყვარელი ფრაზებიცაა „კი გააკეთა, მაგრამ“, „კი უნდა ექნა, მაგრამ“, „კი იყვნენ ღირსი, მაგრამ“ და რა ჩამოთვლის ყველას.

აი, ძალიან პატივცემულო გვამებო, რა გერჩივნათ ჩემი სიხისტე თუ ამათი პარპაში? ხისტი რეფორმები თუ ატკატები? ციხის კრიმინალებით გადავსება თუ პოლიტპატიმრებით? პასუხი ვიცი მეც და თქვენც. აი რაც არ იცით და რასაც არ აღიარებთ ისაა, რომ მარტივ ურთიერთკავშირს ვერ პოულობთ ამ ორ მოვლენას შორის.
როცა საკადრის პასუხს სცემ ნაძირალას და თან კომპაქტურად, ის ზედმეტად ვერ ხტის, ვერც პასუხს გცემს მყისიერად გონებაშეზღუდულობის გამო და ვეღარ გებლანდება ფეხებში, სანამ უფრო მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ (თუნდაც არაიდეალურად და შეცდომებით). დიდი-დიდი, გვერდზე გადგნენ და რამე ეპითეტი მოგიგონონ ან სრული ტყუილი მოროშონ.
და მაინც ვერ ვხვდები, რა უნდა მექნა ამდენი „ჭკვიანი რევიზიონისტის“ მოსაგერიებლად? თმებგაწეწილს განწირულად უნდა მეყვირა, ცხრასართულიანი გინებებით (ახლა რომ ძალიან ტრენდულია) მიმემართა, თუ რა? იქნებ უნდა დამეყვავებინა და მათი გამჭრიახობით აღვფრთოვანებულიყავი? უიჰ, ბოდიში, რომ ასე არ ვიქცეოდი… ვინც ამ ბოლო გზას დაადგა, კი არის ახლა დიდ გასაჭირში.
ერთადერთი უპირატესობა, რაც მაშინ მქონდა, იყო ის, რომ ეს მთელი „ბრძენი“ ხალხი ბარიკადების მეორე მხარეს იყო. ახლა გაიყვნენ – ზოგი ხელისუფლებაშია და ზოგიც მის წინააღმდეგ მებრძოლი ექსპერტი და პოლიტიკის გურუ. დიახ, ის ხალხი, ხუთ წელიწადში ერთხელ პოლიტიკურ მრწამს და ხედვებს გველის ტყავივით რომ იცვლის, ჩემი სიხისტე რომ აღიზიანებდა, ახლა თავად ხავის, იგინება და ხისტიცაა.

მე თუ მკითხავთ, სწორედ ესაა ცინიზმი. ხოლო რასაც მე მათ ვეუბნებოდი, რომ პირფერები, უძღებები და მერკანტილურები არიან, იყო სიმართლე, თუნდაც ცოტა დამცინავი თუ ირონიული მანერით. მესმის, რომ დედის გინება გერჩივნათ – მაგაზე სხარტი პასუხები გაქვთ, მაგრამ…

ერთ მაგალითს მოვიყვან, მართლა ცინიზმის საილუსტრაციოდ: სალომე ზურაბიშვილზე რომ ვთქვი, გონებასუსტია და ეპატაჟით სულდგმულობს-მეთქი, სულ საპატივცემულო ინტელექტუალები ამოხტნენ ტანსაცმლიდან. ცოტა ხანში კი აქვესკნელებდნენ, პრეზიდენტი რომ უნდა გამხდარიყო, მაგრამ რაღა დროს?
და ბოლოს, რომ არავინ იფიქროს, თითქოს ისეთ პერფექციონისტობას ვაწვები, ნაკლიანი ხალხის გაგონება არ მინდა და ვინმეს ვსაყვედურობ. სულაც პირიქით – ყველა, ვინც ურჩხულის დამარცხებაში ერთ კენჭს მაინც დადებს, არის მისასალმებელი. არც არავის გულწრფელობაში შემაქვს ეჭვი – რაც მეტი კარგი შემსრულებელი, მით უკეთესი… ოღონდ, რაგინდ გენიალური მუსიკოსებითაც უნდა იყოს დაკომპლექტებული ორკესტრი, დირიჟორის გარეშე ვერ შეასრულებს ერთ აქტსაც კი.
ან ეგებ გენერლის გარეშე მოგებული ომი გამახსენოთ?
თუ მესი-რონალდოებს არ სჭირდებათ მთავარი მწვრთნელი?
ამ “ცინიზმისთვის” და პირდაპირობისთვის ვერ მოგიბოდიშებთ, ისედაც ძალიან მოკრძალებული ვიყავი ?”