“მალე საწამლავს ჩაგვიყრიან”- ხელისუფლება პარლამენტში დივერსიის მოწყობაში ოპოზიციას ადანაშაულებს

"მალე საწამლავს ჩაგვიყრიან"- ხელისუფლება პარლამენტში დივერსიის მოწყობაში ოპოზიციას ადანაშაულებსდეპუტატი ზაზა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ და დარბაზი მალევე დატოვეს.
„ეს არის ტერორისტული აქტი“ – ამბობს დეპუტატი გია გაჩეჩილაძე.

„რაღაცა დაასხეს, მე არ დამინახავს. შხამია თუ რა არის, არ ვიცი. ძალიან მძაფრი სუნია. ორი გოგო რომ შემოვიდა, დეპუტატი „ნაციონალები“, მათ დაასხეს რაღაც. ნატო ჩხეიძეს ელაპარაკებოდნენ და მაშინ ქნეს. ახლა ქიმიურ შემადგენლობას დაადგენენ. ეს არის ტერორისტული აქტი“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ნინო წილოსანის თქმით, “ესენი მალე საწამლავს ჩაგვიყრიან”.

“რაღაც მომწამვლელი დაასხეს და ეს არის მათი სახე. მე არ მინდა კონკრეტულად ვინმე დავადანაშაულო, თუნცა ამის ვიდეო-კადრები არსებობს”- თქვა დეპუტატმა.

ამ წუთებში დარბაზში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.