მამუკა მდინარაძე: 15-20 ადამიანი დარბის სხვადასხვა კუთხე-კუნჭულში, ეს მათი პოლიტიკური განაჩენია

მამუკა მდინარაძე: 15-20 ადამიანი დარბის სხვადასხვა კუთხე-კუნჭულში, ეს მათი პოლიტიკური განაჩენია“ის, რომ 15-20 ადამიანი დარბის სხვადასხვა კუთხე-კუნჭულში და დესტრუქციის მოწყობას ცდილობს, ესაა მათი პოლიტიკური განაჩენი”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა მამუკა მდინარაძემ ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ქუთაისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი, რომ ქვეყნა მოიცვას საპროტესტო აქციებმა, მამუკა მდინარძის ამბობს, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის ოცნებაა.

“საქართველოში სახელმწიფო იმ სიმაღლეზე დგას, რომ უზრუნველყოს კანონიერება, კანონის ასრულება, სახელმწიფოს სტაბილურობა, მარგინალური ჯგუფები, გაცვეთილი და მეორადი “კმარელები” ვერ შეძლებენ სახელმწიფოს სტაბილურობის შერყევას”, – ამბობს მდინარაძე.

ქუთაისში ოპოზიციის ლიდერებისა და მატი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებუი აქცია-მსვლელობა დაიწყო.

 გურიის მოამბე