მარჯანიშვილზე მამა-შვილის დაჭრისთვის ა.ზ. დააკავეს

მარჯანიშვილზე მამა-შვილის დაჭრისთვის ა.ზ. დააკავესპოლიციამ მარჯანიშვილის მოედანზე მამა-შვილის დაჭრისთვის 1981 წელს დაბადებული ა.ზ. დააკავა.

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული ცხრიდან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 11 დეკემბერს, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით, ფეხის არეში ჭრილობები მიაყენა 1991 წელს დაბადებულ დ.ა.-ს და 1967 წელს დაბადებულ გ.ა.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ა.ზ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ორი პირი გუშინ საღამოს დაჭრეს. ისინი

ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმის ინფორმაციით, ერთ-ერთ მამაკაცს წვივის მოტეხილობა აქვს, მეორეს კი ოპერაციისთვის ამზადებენ.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა ორი პაციენტი. მათ აღენიშნებათ ქვედა კიდურებზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყებებული ჭრილობები. პაციენტები არიან 25 და 52 წლის მამაკაცები. ჩაუტარდათ გამოკვლევები. ერთ-ერთ პაციენტთან გამოვლინდა მცირე წვივის მოტეხილობა. საჭიროებს სტაციონარში მოთავსებას დაკვირვებისა და მკურნალობის მიზნით. ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ოპერაციისთვის მზადდება ახალგაზრდა მამაკაცი. როგორც ამბობენ, დაშავებულები მამა-შვილი არიან“, – განაცხადა რეანიმატოლოგმა სულხან სამხარაძემ.

პირველი არხი