„მთავარი სიტყვა ექიმებმა უნდა თქვან. მე ახლა მოვედი. როგორც ვიცი, მარტო იყო. თუ ვინმე ახლდა, იმედია სამართალდამცველები მოიძიებენ და მოწმის სახით მაინც გამოკითხავენ. დამატებით დეტალებს არ ვფლობ. ერთადერთი რაც ვიცი, მას ჭრილობები დანით გულ-მკერდისა და თავის არეში აქვს მიყენებული“,- ამბობს კოკო გამსახურდია.
შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია დღეს საღამოს დაჭრეს. ის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს და მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
პრაიმ ტაიმი

