მდინარაძე ტყუის – გაგა კახიანი 2012 წელს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის შტაბის წევრი იყო

მდინარაძე ტყუის - გაგა კახიანი 2012 წელს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის შტაბის წევრი იყო“ქართული ოცნების” დეპუტატის საპირისპიროდ დათო საყვარელიძემ დეტალურად გაიხსენა 2012 წლის მოვლენები.
“ქართული ოცნების” წევრი გაგა კახიანი 2012 წელს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის თავით საყვარელიძის შტაბის წევრი იყო. ინფორმაციას ადასტურებენ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია და ასევე დავით საყვარელიძე.

“ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ 2012 წლის არჩევნებში გაგა კახიანი დავით საყვარელიძის შტაბში აქტიურად იყო და მონაწილობდა საქმიანობაში. ეს ხდებოდა არჩევნების პირველ ტურში და მხარს უჭერდა დათო საყვარელიძეს. მეტიც დათო საყვარელიძე თავად საუბრობდა, რომ პირველი ტურის შემდეგ, როცა კახიანი გაქრა შტაბიდან, დათო საუბრობდა როგორ დავკარგეთ ეგ კაციო”, – განაცხადა ხოშტარიამ.

დეპუტატის განცხადებას “სიბინძურე” უწოდა ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით “გაგა კახიანს არასდროს შეუვლია ენმ-ს შტაბში”.

მდინარაძე ირწმუნება, რომ “კახიანმა პოლიტიკა დაიწყო “ქართულ ოცნებაში”.

“ქართული ოცნების” დეპუტატის საპირისპიროდ დათო საყვარელიძემ დეტალურად გაიხსენა 2012 წლის მოვლენები:

“გაგა და იმედა კახიანებს დიდი ხანია ვიცნობ. ჩემს არჩევნებზე შტაბში არაერთხელ მოვიდა. მეგობრულად და მხარდაჭერის რანგში. ის გეგმებს არ ასხივებდა, პოლიტიკაში და მით უიფრო “ოცნებაში” გაწევრიანებაზე. მოდიოდნენ, რომ ჩემთვის მეგობრულად, ქალაქურად მხარი დაეჭირათ. ძალიან გამიკვირდა, რომ შემდეგ სამტრედიაში მაჟორიტარ დეპუტატად დააყენეს. მაშინ მე დავიკავე სიმართლის მხარე და დავუდექი ემზარ შუბლაძეს, რომელიც დღესაც ჩვენი გუნდის წევრია. მაშინ ჩვენ გაგა კახიანის წინააღმდეგ გავედით”- ამბობს საყვარელიძე.

ნიუპოსტი