მესუტ ოზილმა ავადმყოფი ბავშვების 219 ოპერაცია დააფინანსა

მესუტ ოზილმა ავადმყოფი ბავშვების 219 ოპერაცია დააფინანსამესუტ ოზილმა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე საზოგადოებას ამცნო იმ ქველმოქმედების შესახებ რომელიც მან ბოლო თვეებში გააკეთა. ოზილმა 219 ოპერაცია დააფინანსა ავადმყოფი ბავშვებისთვის და მისი თქმით ეს მხოლოდ დასაწყისია:

”მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც ამ პროექტში გვერდში მიდგას და ეხმარება ავადმყოფ ბავშვებს. ეს მხოლოდ დასაწყისია და 2020 წელს გაცილებით მეტს გავაკეთებთ. ბავშვები ძალიან მიყვარს და მათ ყოველთვის დავეხმარები”.