მოძრაობა “გაბედეს” წევრებმა თბილისის სასამართლოს ეზოსთან ლობიო დათესეს

მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა თბილისის სასამართლოს ეზოსთან ლობიო დათესესმოძრაობა “გაბედეს” წევრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურებმა სასამართლოს ეზოში ლობიოს დათესვის საშუალება არ მისცეს, თუმცა წინააღმდეგობის მოუხედავად, მათ მაინც შეძლეს გარკვეულ ტერიტორიაზე მარცვლების მიმობნევა.

ამის შემდეგ მოძრაობის წევრებმა ლობიო თბილისის სასამართლოს ეზოს გარეთ დათესეს. “ფილიშვილებისთვის, ჩინჩალაძისთვის და ყველასთვისაა დათესილი ეს ლობიო იმის ნიშნად, რომ სასამართლო სისტემაში სამართალი აღარ მოიძებნება და იმართება ბიძინა ივანიშვილის მიერ”, – აღნიშნა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

მათი თქმით, ყველა ადამიანს, ვინც გავა და შემოვა სასამართლოში, ამ ლობიოს პლანტაციების გავლა მოუწევს. აქტივისტების განმარტებითვე, სასამართლოს მანდატურებმა მათ თავდაპირველად განუცხადეს, რომ ლობიოს დათესვაში ხელს არ შეუშლიდნენ, თუმცა დათესვის დროს წინააღმდეგობა მაინც გაუწიეს.

“ჩვენ არ გვაძლევენ საშუალებას კანონის ფარგლებში ვიმოქმედოთ. რომელ კანონს ვარღვევთ, განგვიმარტეთ”, – მიმართა მანდატურს აქტივისტმა, რაზეც მანდატურები პასუხობდნენ, რომ “არ იყვნენ ვალდებულები, რამე აეხსნათ”.