მსახიობი ზაზა ლებანიძე გარდაიცვალა

რუსთაველის თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ზაზა ლებანიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მას დაბადების დღე გარდაცვალების წინა დღეს ჰქონდა.
ზაზა ლებანიძემ მთელი თავისი ცხოვრება საყვარელ პროფესიას დაუთმო. იგი სხვადასხვა წლებში სოხუმის, რუსთავისა და მარჯანიშვილის თეატრების მსახიობი იყო. ბოლო 44 წლის განმავლობაში კი რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა.
ერთ-ერთი ბოლო როლი მსახიობმა რეჟისორ გოჩა კაპანაძის გახმაურებულ სპექტაკლში “მოხუცი ჯამბაზები” ითამაშა, რომელიც მუდმივად ანშლაგებით მიმდინარეობდა და ზაზა ლებანიძის მიერ შესრულებული სიმღერა მაყურებელს ყოველთვის გამორჩეულად უყვარდა.
სამწუხარო ინფორმაცია თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ გაავრცელა:
– დიდებული არტისტი იყო ზაზა ლებანიძე – 1935-2019.

  •  

დატოვეთ თქვენი კომენტარი