ნიკა გვარამია – “განვმარტე, ბიძინა ივანიშვილის დამხობა რატომ არ არის სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა”

ნიკა გვარამია - "განვმარტე, ბიძინა ივანიშვილის დამხობა რატომ არ არის სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა"ბიძინა ივანიშვილის დამხობა რატომ არ არის სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, ეს განმამარტინეს გამოკითხვაზე, რისთვისაც მრცხვენია, – ამის შესახებ ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ის გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

ნიკა გვარამიას თქმით, საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს და დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა, მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი სისტემა საქმეებს გრიფით „საიდუმლოს“ აბსურდულად და კონსტიტუციის დარღვევით ანიჭებს.

„317-ე მუხლია, მოგეხსენებათ უკვე მესამედ, ამჯერად სტატუსისთვის. „საიდუმლო“ გრიფი ადევს და განგვიმარტეს, რომ საიდუმლო გრიფი ამ ეტაპზე გულისხმობს, რომ რა შეკითხვებიც დავსვით, ის არ გაახმოვანოთო, თუმცა, არაფერი გასახმოვანებელი არ არის. თვითონ შეგიძლიათ ივარაუდოთ რა შეკითხვებს დასვამდნენ: რა ვიგულისხმე დამხობაში, რა ვიგულისხმე უზურპატორში, თუ არ იციან, რა ვიგულისხმე უზურპატორში, მაშინ საერთოდ რატომ დაიწყეს.

განვმარტე, ბიძინა ივანიშვილის დამხობა რატომ არ არის სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა. ეს განმამარტინეს, რისთვისაც მრცხვენია, არ მეგონა, რომ ამის განმარტება ამ რეჟიმის დროსაც კი მომიწევდა. თუმცა, არ ესმით ალბათ გულწრფელად რომ ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო ხელისუფლება არ არის. ოფიციალურად მაინც.

მოსამართლის აცილების საკითხი დავაყენე, უფრო სწორად, მოვუწოდე თვითაცილებისკენ. ჩემი მისდამი გამონათქვამები გამოვაქვეყნე იმიტომ, რომ ის არის მოსამართლე, რომელმაც გააგრძელა ყოველგვარი გადამოწმების გარეშე ჩემს ოჯახზე თვალთვალის ღონისძიება. მე მასზე აგრესიული დამოკიდებულება გამოვთქვი და ვუთხარი, რომ გამოვიყენებდი ჩემს სასარგებლოდ ამ გარემოებას, თუ ჩავთვლიდი, რომ ჩემი უფლებები დაირღვა, ამიტომ ვუთხარი, რომ გადაწყვიტოს თვითონ აიცილოს თუ არა,“- აღნიშნავს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამია ჟურნალისტებთან იმასაც ამბობს, თუ რას გულისხმობს დამხობაში. ამასთან, მას უჭრის პროგნოზირება, როგორ გაგრძელდება აღნიშნული საქმე.

„უკანონობის პროგნოზირება შეუძლებელია, პროგნოზირება შესაძლებელია იმის, რაც ლოგიკას ეფუძნება, უკანონობა არ ეფუძნება არანაირ ლოგიკას,ბიძინა ივანიშვილი ყალიბდება უკვე ტირანად და მისი გადაწყვეტილება როგორი იქნება, არ ვიცი. ის რომ სუს-ი, პროკურატურა და მოსამართლეები არ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, ზუსტად ვიცი, მაგრამ ამას ვერაფერს ვუშველით სანამ ბიძინა ივანიშვილს არ დავამხობთ.

დამხობა და თან უზურპატორის, ნიშნავს მის გაწევას იქიდან, რაც მისთვის არ მიუნიჭებია ერთადერთ შესაძლებელ წყაროს, საქართველოს ხალხს – მისთვის არ მიუნიჭებია უფლება იყოს საქართველოს ხელისუფლება. ის ახორციელებს საქართველოს ხლეისუფლების ფუნქციებს. ამას ჰქვია სახელმწიფოს მიტაცება და ეს დაარქვა არა ნიკა გვარამიამ, არამედ ბევრმა საერთაშორისო ორგანომ, ამას ჰქვია უკვე ხელისუფლების უზურპაცია. მე ძალადობა არ მიყვარს, მაგრამ იძულებით გაწევაა, როცა არ უნდა და გასწევენ,“- აცხადებს ნიკა გვარამია.