“ქართული ოცნების” წევრის, სოფო კილაძის თქმით, პარლამენტში დამდგარი სუნის გამო ოთხი ადამიანი შეუძლოდ გახდა. მათ შორის არიან დეპუტატები ენძელა მაჭავარიანი და სვეტლანა კუდბა.
“უნდა ვიფიქროთ ვინ გააკეთა ეს ყველაფერი და არის თუ არა აქ დანაშაულის ნიშნები. ჩემი აზრით აქ დანაშაულის ნიშნები არის,”-ამბობს კილაძე.
პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შეუძლოდ გახდნენ ასევე პრესცენტრის ფოტოგრაფი და აპარატის თანამშრომელი.
ნიუპოსტი

