პარლამენტთან აქციაზე 13 პირი დააკავეს

პარლამენტთან აქციაზე 13 პირი დააკავესსაქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 13 პირი დააკავეს.

შსს ინფორმაციით, დაკავებულები არიან 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

“ახალი საქართველოს” გენერალური მდივნის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან: გიორგი ვაშაძე, გიორგი თევდორაძე, ბესო გაზდელიანი, გურამ ჩალაგაშვილი, ზურაბ კოსტავა, დავით კაკაურიძე, კახაბერ მაჩიტიძე.