ფადი ასლი – “აშშ-ში იციან, რომ ივანიშვილი მათ ატყუებს და ამის გამო გაბრაზებულები არიან”

ფადი ასლი - "აშშ-ში იციან, რომ ივანიშვილი მათ ატყუებს და ამის გამო გაბრაზებულები არიან" „საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ თავმჯდომარე, ფადი ასლი აცხადებს, რომ დასავლეთში მმართველი გუნდის ბიძინა ივანიშვილის ტყუილების შესახებ იციან და ამის გამო გაღიზიანებას გამოთქვამენ.

ფადი ასლიმ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა, რომ  გაოცებულიც კი დარჩა, რამდენად გაცნობიერებულნი არიან აშშ-ში საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

„აშშ-ის მთავრობა ძალიან კარგადაა ინფორმირებული. ისინი აცნობიერებენ, რომ ბიძინა მათ ატყუებს და არიან  ძალიან გაბრაზებულები. მე გასულ კვირას ვიყავი აშშ-ში და შევხვდი ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს – გაოცებული ვიყავი, რამდენად გაცნობიერებულნი არიან საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ისინი ახსენებდნენ სანქციებს ივანიშვილის წინააღმდეგ – მათ მითხრეს, რომ ბიძინა ატყუებს დასავლეთს და ატყუებს მისივე გუნდსაც. მე გაკვირვებული დავრჩი, რომ ასე ღიად მოვისმინე ყოველივე. როგორც წესი, მთავრობებისთვის აქვს მნიშვნელობა, ვინ ჩადის მათთან. ვისაც ადრე გზავნილები ჩაჰქონდა საქართველოდან, იყვნენ პოზიტიურები და უნდოდათ ნატო-ში, ევროკავშირში გაწევრება. შემდეგ ივნისში ბიძინა ივანიშვილი დაპირდა ყველას, რომ შეიცვლებოდა საარჩევნო სისტემა და იქნებოდა პროპორციული არჩევნები. პარლამენტში ამ ინიციატივის საბოტაჟის შემდეგ დასავლელი ლიდერები მიხვდნენ, რომ ივანიშვილი მათ ატყუებს”, – განაცხადა ფადი ასლიმ.
 
გურიის მოამბე