ფრენკ ლამპარდი: ”არსენალთან მოგება გვჭირდებოდა”

ფრენკ ლამპარდი: ”არსენალთან მოგება გვჭირდებოდა”ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა არსენალთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა რომ იმ შეხვედრის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ლამპარდის აზრით ჩელსი დაიბრუნებს იმ თავდაჯერებულობას, რომელიც რამდენიმე შეხვედრის წაგების გამო დაკარგა:

”ბოლო რამდენიმე კვირა ჩვენთვის იოლი არ იყო, რადგან მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ, მაგრამ არსენალთან თამაშმა აჩვენა თუ რისი გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და ეს გამარჯვება მორალურად ძალიან დაგვეხმარება”. ჩელსიმ არსენალი სტუმრად 2:1 დაამარცხა.