პოჩეტინო: ”ფეხბურთში მალე დავბრუნდები”

პოჩეტინო: ”ფეხბურთში მალე დავბრუნდები”ტოტენჰემის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ თავის მომავალზე ისაუბრა და თქვა რომ ფეხბურთში ის მალე დაბრუნდება, რადგან უსაქმოდ ყოფნა არ უყვარს. პოჩეტინოს ჯერჯერობით არ დაუსახელებია კონკრეტული გუნდი, მაგრამ მან თქვა რომ ის მხოლოდ ამბიციურ კლუბებში იმუშავებს:

”ფეხბურთი ძალიან მიყვარს და მის გარეშე ყოფნას არ ვაპირებ. ცოტა ხნით დავისვენებ და შემდეგ ფეხბურთში აუცილებლად დავბრუნდები, რადგან მინდა რომ ახალი გამოწვევო მივიღო. კონკრეტულ გუნდებზე საუბრისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ”.