პოლიციამ გორიდან გაუჩინარებული გოგონა იპოვა

პოლიციამ გორიდან გაუჩინარებული გოგონა იპოვა22 დეკემბერს გორში მოქმედი მცირე საოჯახო სახლის ბენეფიციარი არასრულწლოვანი გოგონა გაუჩინარდა. საოჯახო სახლის ადმინისტრაციამ გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად ახლობლებთან გადამოწმება დაიწყო, შემდეგ კი, პოლიციას მიმართა.

სამძებრო სამუშაოები 26 დეკემბრის დილიდან მიმდინარეობდა. ამავე დღეს სამართალდამცავებმა გაუჩინარებული არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი დაადგინეს.

მოზარდი თავს კარგად გრძნობს. აღნიშნული ინფორმაცია ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას დაადასტურა, იმ საოჯახო სახლის მენეჯერმა, სადაც თითქმის ერთი წელია გოგონა ცხოვრობს.

,,სამართალდამცავებმა გაუჩინარებული მოზარდის ადგილსამყოფელი დაადგინეს, გოგონა კარგადაა. მოგეხსენებათ, არასრულწლოვანზეა საუბარი და ამიტომ, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე მეტს ვერაფერს გეტყვით, მთავარია, რომ ბავშვი კარგადაა“, – განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ გორში მოქმედი საოჯახო სახლის მენეჯერმა ხვიჩა პოსოშვილმა.

იპნ