პოლიციელმა ბესიკ ფიფიამ წალენჯიხაში სხვა პოლიციელებს ესროლა

პოლიციელმა ბესიკ ფიფიამ წალენჯიხაში სხვა პოლიციელებს ესროლა“ნიუპოსტის” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა ბესიკ ფიფიამ, გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებსა და პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, წალენჯიხის ცენტრში მოხდა. როგორც “ნიუპოსტმა” გაარკვია, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ფიფია კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან კოლეგების მისამართით ისროდა.

საბედნიეროდ, ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. დაცხრილულია პოლიციელების კუთვნილი ავტომობილები.

ფიფია გუშინვე დააკავეს.

მომხდარის მოტივი უცნობია, რადგან დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

საქმეს პროკურატურა იძიებს. როგორც უწყებაში “ნიუპოსტს” განუცხადეს, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.