ფრანგულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ პსჟ-მ შესაძლოა ნეიმარი ზაფხულში გაყიდოს, რადგან პარიზელები ბრაზილიელი ფეხბურთელის საქმის მიმართ დამოკიდებულებით უკმაყოფილოები არიან. ნეიმარი ხშირად იღებს ტრავმებს და ნაკლებად შედეგიანია, თუმცა ბოლო შეხვედრაში მონპელიესთან მან ლამაზი ჯარიმა გაიტანა.
ზაფხულში ნეიმარი ახლოს იყო რომ პსჟ დაეტოვებინა, მაგრამ მისი ბარსელონაში ტრანსფერი ჩაიშალა. ნეიმარი პსჟ-ს 2017 წელს შეუერთდა და მისი ტრანსფერი პარიზელებს 222 მილიონი დაუჯდათ.