რუსეთს 4 წლით აეკრძალა ყველა საერთაშორისო სპორტულ ტურნირზე მონაწილეობის მიღება

რუსეთს 4 წლით აეკრძალა ყველა საერთაშორისო სპორტულ ტურნირზე მონაწილეობის მიღებარუსეთს აეკრძალა 2020 წლის ოლიმპიადასა და 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება
მსოფლიო ანტი-დოპინგის სააგენტომ დაუწესა ოთხწლიანი აკრძალვა რუსეთს ყველა გლობალურ სპორტულ შეჯიბრებებში, რომლის თანახმადაც ზემოხსენებული ქვეყანა მოიხსნა 2020 წლის ოლიმპიადიდან და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან. ინფორმაციას ამის შესახებ SKY NEWS-ი ავრცელებს.

WADA– ს აღმასრულებელ კომიტეტმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დაასკვნა, რომ მოსკოვის ლაბორატორიულ მონაცემებში დარღვევები დაფიქსირდა.

სააგენტომ დაადგინა, რომ რუსეთში მტკიცებულებები დოპინგის გამოყენებასთან დაკავშირებით დამალეს და წაშალეს ფაილები, რომლებიც სპორტსმენთა მიერ სტიმულატორი ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებას ადასტურებდა. ამ გზით მათ ნარკოდანაშაულის ლუსტრაცია შეზღუდეს და ხელი შეუშალეს საგამოძიებო უწყებებს თაღლითი ათლეტები გამოევლინათ.