”სახე სისხლიანი ჰქონდა, პულსი არ ესინჯებოდა” – აჩიკო ჯანგუაშვილს სიმამრის, ფირუზ გოგნიაშვილის, მკვლელობისთვის ეძებენ

”სახე სისხლიანი ჰქონდა, პულსი არ ესინჯებოდა” - აჩიკო ჯანგუაშვილს სიმამრის, ფირუზ გოგნიაშვილის, მკვლელობისთვის ეძებენპოლიცია 24 საათზე მეტია 50 წლის აჩიკო ჯანგუაშვილს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. გამოძიების ინფორმაციით, ჯანგუაშვილმა სიმამრი, 61 წლის ფირუზ გოგნიაშვილი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.

საზარელი მკვლელობა სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში მოხდა. მოკლული შვილმა იპოვა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ჯანგუაშვილი ცოლზე სისტემატიურად ძალადობდა და შეიძლება ითქვას, რომ მკვლელობაც სწორედ ამ კონფლიქტს უკავშირდება.

გოგნიაშვილს ჭრილობები მარჯვენა სახის არეში და საძილე არტერიაში აღენიშნება.

„სახლში რომ დავბრუნდი, მამაჩემი გარდაცვლილი დამხვდა. სახე სისხლიანი ჰქონდა, პულსი არ ესინჯებოდა. სამი წელია, ჩემი დის ოჯახთან ურთიერთობა არ გვაქვს“- აცხადებს მოკლულის შვილი.

ადგილობრივების განცხადებით, აჩიკო ჯანგუაშვილი ოჯახის სხვა წევრებსაც ემუქრება მკვლელობით.

ნიუპოსტი