“სალომე ზურაბიშვილი კაზინოში დიდ ფულს ხარჯავს – ჟვანია გაექცა, მოისწრაფიშვილი გაექცა…”

“სალომე ზურაბიშვილი კაზინოში დიდ ფულს ხარჯავს - ჟვანია გაექცა, მოისწრაფიშვილი გაექცა...”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა 
“ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე პასუხობს
– ბატონო ნიკოლოზ, ხშირად ისმის პრეტენზია სალომე ზურაბიშვილზე, რომ ის არასახელმწიფოებრივად იქცევა. თქვენც გაქვთ პრეტენზიები მასთან დაკავშირებით. რა ხდება?
– ეს ქალი რომ გასულია საერთოდ მომსახურების ზონიდან, ეს ყველასთვის ცნობილია. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. ის მუდმივად უშვებს შეცდომებს, მაგრამ არის ნაბიჯები, რომლებიც სახელმწიფო ღალატის ტოლფასია. ის ქმედებები, რასაც ეს ადამიანი ახორციელებს, არის სახელმწიფო ღალატის შემცველი.
– ასეთი რა ჩაიდინა?
– სულ ახლახან გავრცელდა აზერბაიჯანულ სააგენტოზე ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი დიდ მადლობას უხდის ილხამ ალიევს იმის გამო რომ ეს ენერგოდერეფანი გადის საქართველოზე. ენერგორესურსები თუ გადის ჩვენს ტერიტორიაზე, ეს, პირველ რიგში, აზერბაიჯანის ინტერესებშია, სხვანაირად ვერც მოიქცეოდა.
– რატომ?
– აბა სად უნდა გაატაროს? სომხეთზე ვერ გაატარებდა, რადგან სომხეთთან ომი აქვს. რუსეთზე ვერ გაატარებს, რადგან რუსეთს ნამდვილად არ სურს აზერბაიჯანის ენერგოდამოუკიდებლობა და პირიქით პრეტენზიები აქვს და ყველანაირად ცდილობს, აზერბაიჯანი შეავიწროვოს. აბა რა უნდა ქნას აზერბაიჯანმა, სად უნდა გაატაროს?!
ამ განცხადებებს პრეზიდენტი აკეთებს ოკუპანტ სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომელმაც ჩვენი ტერიტორიის ოკუპირება განახორციელა, ვგულისხმობ დავით გარეჯს. მან არ შეასრულა გახარიასთან დადებული ხელშეკრულება.
– რომელი ხელშეკრულება?
– მოგეხსენებათ, ბაქოში იყო პრემიერ-მინისტრი, შეთანხმდნენ ისინი, რომ სასულიერო პირები შევიდოდნენ ჩიჩხიტურში და უდაბნოს მონასტერში. ჯერ ერთი, ესეც ცოტა უცნაური შეთანხმება იყო.
– რატომ იყო უცნაური?
– გაუგებარია, ეკლესიაში მღვდელი შევიდეს და მრევლი არ შევიდეს, ეს რანაირი წესია?! მაგრამ ჩავთვალეთ, რომ პირველ ნაბიჯად ესეც ცუდი არ არის და მერე ამას მოჰყვება სხვა ნაბიჯები, თუმცა იმასაც არ ასრულებენ.
აზერბაიჯანელებმა წაგვართვეს ჩვენ ტერიტორიები, მრევლსაც არ უშვებენ, შეთანხმებასაც არ ასრულებენ და ამ ფონზე ეს ქალი გამოდის, პრეზიდენტი რომ ჰქვია და მადლობას უხდის ალიევს. თვლის, რომ ალიევი დიდი პოლიტიკოსია, დიდი დამსახურება აქვს და ასე შემდეგ.
– რატომ აკეთებს ქვეყნისთვის საზიანო განცხადებებს?
– იმიტომ, რომ ის არის ქვეყნის მოღალატე. ამას ვამბობ პირდაპირ, ყველანაირი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. დააანონსა ჩვენმა მთავრობამ, რომ რამდენიმე ახალი ფსიქიატრიული კლინიკა უნდა გაიხსნას. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ ამ კლინიკის პირველი პაციენტი აუცილებლად ეს ქალი უნდა იყოს. ყველანაირი ირონიის გარეშე მოვუწოდებ მათ, რომ ეს ქალი აუცილებლად დაამწყვდიეთ ფსიქიატრიულში, რადგან ის არ არის ნორმალური.
– ბევრჯერ გაეხვა სკანდალში.
– მის სკანდალებსაც აუცილებლად შევეხები, თუმცა მანამდე გეტყვით, რომ სწორედ მაგან გააღვივა ის კონფლიქტი. დავით გარეჯთან დაკავშირებით ისეთი სტატუსკვო იყო, რომ იქ ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ჩასვლა და არანაირი პრობლემა ეს არ იყო. ჩავიდა იქ, დადგა და დაიწყო ბოდიალი, აქ რესტავრაცია უნდა დავიწყოთ ჩიჩხიტურშიო.
გააღვივა დაპირისპირება და გადგა გვერდზე, საერთოდ ხმა აღარ ამოუღია. გამოყარეს იქიდან მომლოცველები და დღემდე არავის უშვებენ. ავტომატიანი ხალხი დგას, მომლოცველები ვეღარ მიდიან ინტენსიურად, იკლო ტურისტების რიცხვმა დავით გარეჯში, იმიტომ, რომ დავით გარეჯში რომ ახვალ, უნდა ახვიდე მაღლა ჩიჩხიტურის კოშკში და უნდა ახვიდე უდაბნოს მონასტერში და იქიდან გადმოჰყურებ ყველაფერს.
ეს ყველაფერი კი წაგვართვეს. ის პეწი აღარ აქვს და ტურისტებისთვისაც აღარაა საინტერესო. ამ მონასტრებს ვეღარ ვაკონტროლებთ ამ მოღალატე ქალბატონის გამო. ეს არის აღვირახსნილი ადამიანი, ის არის ფსიქიკურად შერყეული.
– ძალიან მწვავე განცხადებებს აკეთებთ ზურაბიშვილის მისამართით.
– ეს კიდევ რბილად ნათქვამია. ქალი, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს დითირამბებს უმღერის და მადლობებს უხდის, ნორმალურია?! პუტინზე რომ თქვან იგივე, ხომ ატყდება ერთი ამბავი?! რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის ოკუპანტი? ოკუპანტი ოკუპანტია!
ზოგჯერ ვფიქრობ, რომ გრიგოლ ვაშაძე რომ აგვერჩია პრეზიდენტად, განა ამაზე მეტს რას დააშავებდა?! ამაზე საშინელებები რა უნდა გაეკეთებინა, რასაც ეს ქალი აკეთებს?!
ეს არის სახელმწიფო ღალატის ტოლფასი ქმედებები. თუ ჩადიოდა დავით გარეჯში და აკეთებდა ასეთ განცხადებებს, მაშინ ბოლომდე უნდა მიჰყოლოდა. გამოიწვია დაპირისპირება და თვითონ საერთოდ გაქრა, არავითარი განცხადება აღარ გააკეთა გარეჯის ოკუპაციაზე, არაფერი აღარ თქვა იმაზე, რომ ავტომატიანმა ხალხმა გამოყარეს მრევლი.
მაგალითად, საქართველოს პატრიარქმა ბაქოში ვიზიტზე უარი თქვა.
– მიწვეული იყო?
– დიახ, ეს ინფორმაცია საჯაროდ არ გამოსულა, ვიწრო წრეებმა ვიცით, იქაური მუფტი იწვევდა პატრიარქს დღესასწაულზე და პატრიარქმა თქვა, რომ სანამ დავით გარეჯის საკითხი არ მოგვარდება, მე ბაქოში არ ჩამოვალო!
ეს კულუარული ინფორმაციაა, ამაზე ღიად არ საუბრობენ. ეს ქალბატონი კი პრეზიდენტი რომ ქვია, არის სამშობლოს მოღალატე. ამას გარდა, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ქალი არის კაზინოს ხშირი სტუმარი.
– სალომე ზურაბიშვილი?
– დიახ, სალომე ზურაბიშვილი! ძალიან დიდ ფულს ხარჯავს. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ქალი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებზე მუშაობდეს და ქვეყნის ღალატში დიდძალ ფულსაც იღებდეს. მერე ამ ფულს კი სადაც ხარჯავს, ხვდებით.
სამშობლოს ღალატი ისე არ ხდება, ადამიანები სამშობლოს ღალატობენ ან ფულის გამო ან სხვა პირადი ინტერესებისთვის. ეს, როგორც ჩანს, ფულს იღებს. როგორც იმ სკანდალში, შეწყალების სკანდალს ვგულისხმობ, მკვლელი, პედოფილი და ნარკობარიგა ყველა ერთად რომ შეიწყალა.
ნორმალური გამოძიება რომ ჩაეტარებინა პროკურატურას, გამოიკვეთებოდა პრეზიდენტის დანაშაული. ეს ქალი ქვეყნის ღალატში იღებს ფულს, ამ შეწყალებებში იღებს ფულს და კაზინოშიც ხარჯავს და პირადი კეთილდღეობისთვისაც.
ბოდიშით, მაგრამ ჰარამხანად აქვს ქცეული რეზიდენცია. არ მიყვარს ხოლმე მანდილოსნებზე საუბარი, მაგრამ ეს ქალი ყველანაირ ზღვარს გადაცდა.
– საკმაოდ მწვავე განცხადებებს აკეთებთ.
– ყველანაირ ზღვარს გადავიდა და იმიტომ. ალბათ გახსოვთ ისიც, აქციების დროს სალობიეში რომ მივიდა. ქვეყანა ინგრეოდა, დაპირისპირებამ პიკს მიაღწია, ლამის ტანკები გამოიყვანეს რუსთაველზე და სალობიეში მიბრძანდა. ძალიან კარგად იცოდა, ამას რაც მოყვებოდა, მაგრამ დემონსტრაციულად მივიდა. რაღა მაინცდამაინც მაშინ აუტყდა ლობიოს ჭამა?!
როგორც გამოვიდა ინფორმაცია, ყველას დედას აგინებს და შეურაცხყოფას აყენებს. ყველა გაექცა. ჟვანია გაექცა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ხატია მოისწრაფიშვილი გაექცა. თავმოყვარე ადამიანი ვინც იყო, ყველა წამოვიდა.
დღეს ვინც მასთან არიან, ჩათვალეთ, რომ ესენი არიან უთავმოყვარეო ადამიანების ხროვა, რომლებსაც ღირსება არ გააჩნია! ისეთ შეურაცხყოფებს აყენებს თანამშრომლებს, რომ ვინც თავმოყვარეა, გამორბის.
მოვუწოდებ გახარიას, რომ მიუჩინოს კონკრეტული პირები და არ მისცენ საჯაროდ ლაპარაკის საშუალება.
– იმპიჩმენტით ხომ არ დაასრულებს?
– იმპიჩმენტი კი არა, დადგება დრო და ამ ქალს დაიჭერენ. ამდენ ფულს რომ ფლანგავს და მე-17-18 საუკუნეების ანტიკვარებს რომ ყიდულობს, ვინ მისცა ამის უფლება?! რა დამსახურება აქვს ქართველი ხალხის წინაშე, რომ ასე განცხრომით იცხოვროს?!
ამდენი წელია, აქ ცხოვრობს და ქართული ენაც არ ისწავლა წესიერად და ამდენ სისულელეს ლაპარაკობს. თუ ნორმალური ხელისუფლება მოვა, ეს ქალი ციხეში უნდა წავიდეს!
ან სააკაშვილივით უნდა გაიქცეს, თუ აქ დარჩება, მისი ადგილი იქნება ციხეში!