“საშინელებაა, თუ სიმართლეა,” – ასე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, მრჩეველი თავდაცვის საკითხებში მაიკლ კარპენტერი Facebook-ის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ასობით გვერდის, ჯგუფის აღმოჩენას და მათ გაუქმებას.
“როგორც ჩანს, Facebook–მა ანტიამერიკული და პრორუსული სოციალური მედიის შეტყობინებები საქართველოს მმართველ პარტიასთან ასოცირებულ კომპანიასთან დააკავშირა. იმედი მაქვს, რომ ეს მალე გაირკვევა,” – წერს კარპენტერი თავის Twitter-ის გვერდზე.
გურიის მოამბე

