შსს-ის ინფორმაციით, პარლამენტის წინ პოლიციამ 9 პირი დააკავა

შსს-ის ინფორმაციით, პარლამენტის წინ პოლიციამ 9 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით პარლამენტის წინ 9 პირია დაკავებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღსვევათა კოდექისის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებულები, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მოძრაობა “სირცხვილიას” წევრის გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან: ზუკა ბერძენიშვილი, ბექა კოკაია, ბექა ბასილაია, რომეო ფარულავა.