სოლსკიაერი: ”მანჩესტერს ტრანსფერები სჭირდება”

სოლსკიაერი: ”მანჩესტერს ტრანსფერები სჭირდება”ოლე გუნარ სოლსკიაერმა მანჩესტერ იუნაიტედის მომავალზე ისაუბრა და თქვა რომ იანვარში გუნდი აუცილებლად გააკეთებს ტრანსფერებს. მიუხედავად ამისა, სოლსკიაერს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია და ამის შესახებ მხოლოდ იანვარში გახდება ცნობილი:

”ბოლო შეხვედრებით კმაყოფილი და გუნდს აშკარად პროგრესი აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ გაძლიერება არ გვჭირდება და იანვარში აუცილებლად ვიყიდით ახალ მოთამაშეებს. ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცი ესენი ვინ იქნებიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენ უფრო გავძლიერდებით”.