სოსო გოგაშვილის შვილმა ბიძინა ივანიშვილი დაიცვა – ”ბატონ ბიძინას გინებას არ მოვითმენთ”

სოსო გოგაშვილის შვილმა ბიძინა ივანიშვილი დაიცვა - ”ბატონ ბიძინას გინებას არ მოვითმენთ”ჩვენ არასდროს მოვითმენთ და არასდროს გავუტარებთ იმას, ვინც შეაგინებს ბატონ ბიძინას. არამარტო ამას არ მოვითმენთ, არამედ მთელ 9 წლის ნამოქმედარს,- ამის შესახებ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის შვილმა, ნიკა გოგაშვილმა “ინტერპრესნიუსს” “ქართული ოცნების” ოფისთან განუცხადა.

მისი თქმით, ის პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს, თუმცა “ქართულ ოცნებას” მხარს უჭერს.

“ძალა, რომელიც აქ დგას და 9 წელი იყვნენ ხალხის მწამებლები და ცოცხი რომ ამათი დევიზია ახალგაზრდებს, ჩემს თანატოლებს ეს არ გვსიამოვნებს. იმის საშუალებას არასდროს მივცემთ, რომ ეს საზოგადოება სადმე დადგეს, რამე გააპროტესტოს.

ესენი არიან ტერორიზმის „გამპრავებლები“, ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმს. ამათ არ აქვთ მორალური უფლება, რომ რამე გააპროტესტონ. თავისი შეძახილებით მოხდინეს პროვოცირება. ბატონ ბიძინას აგინეს და ა.შ. მაგას არ მოვითმენთ“, – განაცხადა ნიკა გოგაშვილმა.

იპნ