თამარ ჩუგოშვილი უზენაეს მოსამართლეებად თამარ ზამბახიძეს, ნუგზარ სხირტლაძეს და ლალი ფაფიაშვილს დაუჭერს მხარს

თამარ ჩუგოშვილი უზენაეს მოსამართლეებად თამარ ზამბახიძეს, ნუგზარ სხირტლაძეს და ლალი ფაფიაშვილს დაუჭერს მხარსუმრავლესობიდან გასული დეპუტატი, პარლამენტის ყოფილი პირველი ვიცე-სპიკერი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ კანდიდატებს ასახელებს, რომლებსაც დღევანდელი კენჭისყრისას მხარს დაუჭერს.

როგორც ჩუგოშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, ეს კანდიდატები არიან თამარ ზამბახიძე, ნუგზარ სხირტლაძე და ლალი ფაფიაშვილი.

“თვეების განმავლობაში პარლამენტს პროცესი მიჰყავდა კარგად, იურიდიულ კომიტეტში ის მოსმენები, რომელიც იმართებოდა, იყო სწორი და კარგი, ამას ვამბობდი როცა ვიყავი უმრავლესობაში და ამას ვამბობ ახლა. პროცესი იყო კარგი, ამან ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, რომ თითოეული კანდიდატის შესახებ გვცოდნოდა ყველაფერი და ახლა პროცესზე მნიშვნელოვანია შედეგი. თვეების განმავლობაში ამ განხილვებს მე პირადად ძალიან დეტალურად ვადევნებდი თვალს, ყველა სხდომას ვუყურებდი იმიტომ, რომ დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ თითოეული ადამიანის გამო, ვინც შეიძლება დაინიშნოს”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ამ ღიაობამ აჩვენა ის, რომ კანდიდატებს შორის ზოგიერთი ძალიან პრობლემურია. ჩუგოშვილის განცხადებით, სიაში სულ რამდენიმე ადამიანია, რომელსაც პრობლემური საქმეები და მძიმე „ქეისები“, რომლებიც ბევრ კითხვას აჩენს, არ აქვს.

იპნ