იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ თანამდებობა არ უნდა დატოვოს, რადგან ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს.
“ემოციური თუ პოლიტიკური განცხადებები პირველ რიგში პატიმრის ინტერესს აზიანებს, რომლის გათავისუფლებაც არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. პატიმრობის პირველივე საათიდან მობილიზებულია სამთავრობო უწყებები და უპრეცენდენტო ძალისხმევა ხორციელდება, მაგრამ არც ისე შორს არ მივდივარ, რომ ვინმემ თანამდებობა უნდა დატოვოს. ყველას გვაქვს ჩვენი უფლება გამოვხატოთ აზრი, თუნდაც ეს იყოს შოკისმომგვრელი სიტყვებით”,- განაცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ერეკლე კუხიანიძემ ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვლი პროვოკატორია.

