ცემა-ტყეპა პარლამენტთან – მოქალაქეებმა ერთმანეთს რკინის ჯოხები ურტყეს – ვიდეო

ცემა-ტყეპა პარლამენტთან - მოქალაქეებმა ერთმანეთს რკინის ჯოხები ურტყეს - ვიდეორუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მათ გაშველებას პოლიცია და იქ მყოფი მოქალაქეები ცდილობდნენ. რასთან დაკავშირებით დაიწყო ჩხუბი ჯერ უცნობია. ჩხუბის ამსახველ ვიდეოს “TV პირველი” ავრცელებს.

პარლამენტთან დაპირისპირება საღამოსაც მოხდა, მას შემდეგ რაც იქ მმართველი გუნდის მხარდამჭერი მოძრაობა “გადაარჩინე სიცოცხლე” მივიდა და კარვის გაშლა დაიწყო. მაშინ ხმაური მალხაზ მაჩალიკაშვილსა და მოძრაობის წარმომადგენლებს შორის იყო.

“გადაარჩინე სიცოცხლეს” წევრების თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ბოროტი ძალაა და კონსტიტუციის მიღმა მოქმედებს”.