წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში 34 წლის მშობიარე ქალი გარდაიცვალა

წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში 34 წლის მშობიარე ქალი გარდაიცვალაწმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში 34 წლის მშობიარე ქალი გარდაიცვალა.

აბსოლუტურად ყველა დეტალი იქნება შესწავლილი და განხილული ისე, როგორც უნდა იყოს და თუ ვინმე დამნაშავეა ყველა პასუხს აგებს,- ამის შესახებ სამედიცინო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ვეფხია ოდიშარიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ვეფხია ოდიშარიას ინფორმაციით, შემთხვევა მშობიარობიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ მოხდა, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია.

„თუ რამ გამოიწვია 34 წლის მშობიარე ქალის გარდაცვალება, სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ დაიდება, დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. აბსოლუტურად ყველა დეტალი იქნება შესწავლილი და განხილული ისე, როგორც უნდა იყოს.

ძალიან სამწუხაროა, რომ 34 წლის 3 შვილის დედა აღარ არის. თუ ვინმე დამნაშავე იქნება ყველა პასუხს აგებს“,-განაცხადა ვეფხვია ოდიშარიამ.

უწყების ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შემთხვევა 29 დეკემბერს გვიან ღამით მოხდა. შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

იპნ