ვალვერდე: ”დე იონგს უკეთ შეუძლია თამაში”

ვალვერდე: ”დე იონგს უკეთ შეუძლია თამაში”ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ფრენკი დე იონგზე ისაუბრა და თქვა რომ ის კმაყოფილია ჰოლანდიელის თამაშით, მაგრამ მას კიდევ უფრო მეტი შეუძლია. ვალვერდე დარწმუნებულია რომ დროთა განმავლობაში დე იონგი მოუმატებს:

”მე ძალიან მომწონს მისი თამაში, რადგან ფრენკი ახალგაზრდა და ენერგიული ფეხბურთელია. ამავე დროს მას კარგად ესმის პარტნიორების. სწორედ მისი ტიპის ფეხბურთელი სჭირდება ბარსელონას მომავალში. ვფიქრობ დე იონგს უფრო მეტი შეუძლია და ის აუცილებლად მოუმატებს”.