ვანო ზარდიაშვილი “ენერგოტრანსის” დირექტორის მოადგილედ დანიშნეს

ვანო ზარდიაშვილი “ენერგოტრანსის” დირექტორის მოადგილედ დანიშნესსაპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ვანო ზარდიაშვილი, რომელმაც დეპუტატის მანდატი 2 თვის წინ დატოვა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შვილობილ კომპანია “ენერგოტრანსში” დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

სახელმწიფო ელექტროსისტემაში აცხადებენ, რომ “ენერგოტრანსის” დირექტორის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური იყო.

თავად ზარდიაშვილი მედიასთან არ კონტაქტობს და აცხადებს, რომ საჯარო მოხელე აღარაა და კითხვებს აღარ უპასუხებს.

“მეორეჯერ ნუღარ დამირეკავთ, იმიტომ რომ საჯარო პირი არა ვარ”, – ამბობს ის.

შპს „ენერგოტრანსის“ 100%-იანი წილის მფლობელია “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”.

არსებული ინფორმაციით ზარდიაშვილს ორჯერ მეტი ანაზღაურება ექნება, ვიდრე დეპუტატობისას ჰქონდა.