ვაჟა გაფრინდაშვილი ჩვენებას არ ცვლის და ცხინვალის საზღვრებს არ აღიარებს

ვაჟა გაფრინდაშვილი ჩვენებას არ ცვლის და ცხინვალის საზღვრებს არ აღიარებსსასამართლოს გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ საზღვარს,- ამის შესახებ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი, ირინა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ექიმის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება.

„ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ჩართულობისა, უამრავი დაპირებისა, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.

სასამართლო გადაიდო, როგორც გვაცნობეს ერთი კვირით. გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ საზღვარს. ვაჟა კვლავინდებურად რჩება ცხინვალის ტყვეობაში! ძალიან დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის!“ – წერს ირინა გაფრინდაშვილი.

იპნ