ზუგდიდში ათონის მთაზე მოღვაწე ბერი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

ზუგდიდში ათონის მთაზე მოღვაწე ბერი ნარკოდანაშაულისთვის დააკავესზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა წუხელ, გვიან ღამით, ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გიგა ქავთარაძე დაკავეს. გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ქონას ედავება.

შსს ინფორმაციით, ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი ადამიანი. გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დაკავებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, ბერი დანაშაულს აღიარებს.

იმედინიუსი