სურამში 26 წლის ბეტა ნაჭყებია მეუღლემ ლოგინში მოკლა

სურამში 26 წლის ბეტა ნაჭყებია მეუღლემ ლოგინში მოკლა

სურამში მკვლელობა მოხდა.

30 წლამდე ბეტა ნაჭყებიას თავის არეში ნაჯახით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

არსებული ინფორმაციით, გოგონა მეუღლებ 32 წლის ლევან ლომიძემ ლოგინში მოკლა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ცოლ-ქმარს კონფლიქტი ჰქონდათ და ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაშორებულები იყვნენ. მათ 5 წლის შვილი ჰყავთ.
მომხდარზე გამოძიება 109-მუხლის მეორე „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.

ნიუპოსტი