“26 წლის მამაკაცი კომატოზურ მდგომარეობაშია” – მცხეთაში მანქანა ბორდიურს შეეჯახა

"26 წლის მამაკაცი კომატოზურ მდგომარეობაშია" - მცხეთაში მანქანა ბორდიურს შეეჯახამცხეთაში გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ხიდზე მიმავალი ავტომობილის  მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა მცხეთის საავადმყოფოებში გადაიყვანა. ავარიის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

მედიკოსების თქმით, სამივე მათგანს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ და კვლევები უტარდებათ.

“შემოყვანილია 26 წლის მამაკაცი. მიღებული აქვს მრავლობითი ტრავმები სხეულის არეში. აღენიშნება ქალა ტვინის ნაკვეთ-ნაფლეთი ჭრილობები. ასევე კიდურების მოტეხილობა. იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში. ამჟამად მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიური კვლევები,” – აღნიშნა ექიმმა.

რუსთავი 2