9 იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით, 2-3 დღეში ერთხელ, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი სასამართლო სხდომებზე “ივლიან”

9 იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით, 2-3 დღეში ერთხელ, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი სასამართლო სხდომებზე "ივლიან"პარტია “ლელო საქართველოსთვის”  წევრი კახა კოჟორიძე ხაზარაძე-ჯაფარიძე საქმეზე სასამართლო პროცესების განრიგს აქვეყენებს.

როგორც კოჟორიძე სოციალურ ქსელში წერს, “ქართულ ოცნებას” პარტია “ლელოს საქართველოსთვის” სტარტი არ მოეწონა. ამის გამო, ხელისუფლებამ მოსამართლეს დავალება მისცა, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლო პროცესებზე ატარონ და ამ გზით საარჩევნო პროცესებს ჩამოაშორონ.

ამ განრიგის თანახმად,  9 იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით, 2-3 დღეში ერთხელ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლო სხდომებზე ივლიან.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზეც მთავარი განსახილველი საკითხი “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” ხელშეკრულებაა. სავარაუდოდ, სახელმწიფო კონსორციუმს ხელშეკრულებას აღარ გაუგრძელებს და ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩავარდება.

“ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე პროცესების განრიგი ასეთია:

9 იანვარი 11 სთ
14 იანვარი 11სთ
15 იანვარი 11 სთ
17 იანვარი 11 სთ
21 იანვარი 11 სთ
22 იანვარი 11 სთ
27 იანვარი 11 სთ
28 იანვარი 11 სთ
30 იანვარი 11 სთ
3 თებერვალი 11 სთ
4 თებერვალი 11 სთ
7 თებერვალი 11 სთ
10 თებერვალი 11 სთ
12 თებერვალი 11 სთ
17 თებერვალი 11 სთ
19 თებერვალი 11 სთ
21 თებერვალი 11 სთ
28 თებერვალი 11 სთ

პორველი პროცესი იყო ოქტომბერში. შემდეგ ნოემბერი ისე გავიდა, არცერთი პროცესი არ ჩატარებულა. 22 დეკემბერს დავაფუძნეთ პარტია და ლელოს ჰქონდა ძლიერი სტარტი. ეს არ მოეწონათ ოცნებაში და დავალება მისცეს მოსამართლეს, რომ პარტიის თავმჯდომარე და გენერალური მდივანი როგორმე ჩამოაშოროს საარჩევნო პროცესს და დილიდან საღამომდე სასამართლო პროცესით დაასაქმოს მაგრამ ოცნებას იმედები გაუცრუვდება”, – წერს კოჟორიძე.